ბარსელონაში ცენზურის მიერ დაწუნებულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენენ

16:20 08-24-2019
40

ბარსელონაში „თავისუფლების მუზეუმი” გაიხსნება, რომელშიც განათავსებენ ხელოვნების იმ ნიმუშებს, რომლებიც მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს ცენზურის გამო დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მუზეუმის გახსნის ინიციატივა ესპანელ ბიზნესმენს ტატცო ბენეტის ეკუთვნის.

გამოცემის ცნობით, მუზეუმის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც იაპონელი მხატვრების, კიმ სონ კიუნისა და კიმ იუნ სუნის მიერ შექმნილი „მშვიდობის ქანდაკება”, რომელიც ეძღვნებოდა სექსუალურ მონობაში ჩვარდნილ ქალებს, იაპონელი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მუქარის შემდეგ კი ორგანიზატორებს მოუწიათ დაეხურათ საერთაშორისო ბაზრობა Aichi Triennale, სადაც მხატვრებმა აღნიშნული ქანდაკება წარადგინეს.

სწორედ ამის შემდეგ ბენეტმა აღნიშნული ქანდაკება შეიძინა და გადაწყვიტა თავის მუზეუმში გამოეფინა. ბიზნესმენმა ასეთი აკრძალული ხელოვნების ნიმუშების შეძენა 2017 წლიდან დაიწყო და ახლა 60 ზე მეტი ექსპონატი აქვს