ცნობილი პოლიტიკოსები მღერიან რესტორანში - (ვიდეო)

14:31 08-24-2019
2249

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ძმიშვილი ბაჩო საგანელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია სავარაუდოდ მინსკის ერთ-ერთ რესტორანში შესრულებული ქართული სიმღერა თავად დავით საგანელიძის, დეპუტატ ბექა ოდიშარიას, მომღერალ დათო გომართელის და სხვების შესრულებით. კადრებში ჩანს, რომ სუფრაზე იმყოფება თბილისის მერი კახი კალაძეც.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი კახი კალაძექართული სახლისგახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კალაძემ ხაზი გაუსვა მინსკშიქართული სახლისდაფუძნების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადასაპარტნიორო ფონდსპროექტის განხორციელებისთვის, რაშიც, მისი თქმით, დიდია ბელარუსის პრეზიდენტის და მინსკის მთავრობის წვლილი

ეს სივრცე იმდენად საინტერესო, ქართული ისტორიის, ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შემცველია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიზიტორი ისიამოვნებს მისი გაცნობისას. მინდა, წარმატება ვუსურვო მის დამფუძნებლებს და იმედი გამოვთქვა, რომქართული სახლისაქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსი ხალხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ქართველები ბელარუსი ხალხის გვერდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბიზნესს დღეიდან აქვს შესაძლებლობა, შესთავაზოს მინსკელებს და მინსკის სტუმრებს ქართული პროდუქცია.

ცნობისთვის: „თბილისობისაღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, მინსკშისაპარტნიორო ფონდმა“ „ქართული სახლიგახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა

გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა, ბიზნესწრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.