საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით - მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

14:11 08-24-2019
19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღე ულოცავს. პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს. მამუკა ბახტაძე დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.