სოფელ საყავრეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

19:59 08-22-2019
41

გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ცეცხლს 170 მეხანძრე-მაშველი და 22 სახანძრო-სამაშეველო მანქანა ებრძვის. სოფელ საყავრეში, სადაც ხანძარია გავრცელებული საველე შტაბი ეწყობა, ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა:

„გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.