ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკებით მიღებული ინტოქსიკაციით  22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

19:18 08-20-2019
728

19 აგვისტოს გამთენიისას, 5:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მედცენტრში“ ერთ-ერთი კლუბიდან კომატოზური მდგომარეობით სამი პაციენტი, ორი გოგო და 22 წლის ბიჭი მიიყვანა.

მედცენტრის“ პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ პაციენტები მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია რის შედეგადაც ახალგაზრდებს დაუდგინდათ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. 

22 წლის ახალგაზრდა გუშინ 19 აგვისტოს 17 საათსა და 20 წუთზე გარდაიცვალა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა და ისინი დღეს გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალგაზრდები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ინფორმაციას მედცენტრში არ ადასტურებენ.

 

ავტორი: ლაშა ველიაძე