ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა

10:30 08-16-2019
32

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ოფიციალური ფხენიანის თანახმად ეს „მთლიანად სამხრეთ კორეის ქმედებების ბრალია“.

ჩრდილოეთ კორეამ ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიიღო. მუნ ჯე ინმა პირობა დადო, რომ კორეის ნახევარკუნძული 2045 წლისთვის გაერთიანდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. 

კორეა ორ ქვეყანად მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გაიყო. 

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას განაგრძობს. დღეს დილით, ფხენიანმა ორი რაკეტა ზღვაში გაისროლა. ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის რიგით მეექვსე სარაკეტო ცდაა. 

ოფიციალური ფხენიანი, რაკეტების გამოცდით ძალების დემონსტრაციას ცდილობს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უბიძგებს, დააჩქაროს მოლაპარაკებები და მოხსნას სანქციები. 

ავტორი: მარიამ გიგანი