სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ

10:02 08-16-2019
72

სოფელ გუგუტიანთკარში დილიდან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ. თუმცა ხელოვნური უკანონო ბარიერების აღმართვა არ განუახლებიათ. ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას აკვირდებიან.

მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები და სარწყავი სისტემა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები გააკონტროლებენ.

მოსახლეობას რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანოს და მშობლიურ სახლებს გამოემშვიდობოს.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.