როგორ გაამხნევა გიორგი გილიგაშვილმა ბიჭი, რომელიც ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ტაქსაობს

23:09 08-10-2019
947

თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით #მაიასთვის. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის ცდილობენ სამკურნალო თანხის შეგროვებას.

54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.​​

მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ, როგორც რიგითი, ასევე ცნობილი ადამიანები.

ძმების ტაქსით იმგზავრა, გიგი გილიგაშვილმა, რომელმაც ძმები ემოციური სიტყვებით გაამხნევა.