დედამიწის გადარჩენის მიზნით, ნაკლები ხორცი უნდა მივირთვათ

18:16 08-08-2019
43

გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

გაეროს ექსპერტები დოკუმენტში განმარტავენ, რომ ხორცით კვებაზე უარის თქმით და მცენარეულ დიეტაზე გადასვლით, კლიმატის ცვლილებასთან წარმატებული ბრძოლის შანსი გვექნება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დასავლეთის მიერ ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების დონე გლობალური დათბობის პროცესს ამწვავებს.

თუმცა, მეცნიერები არ ამბობენ, რომ აუცილებელია ყველა ვეგეტარიანელი გახდეს, არამედ ისინი ირწმუნებიან, რომ საჭიროა გაცილებით ნაკლები ხორცის ჭამა და სანაცვლოდ ბოსტნეულის მირთმევა.

დოკუმენტი კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს მთავრობათაშორისმა ექსპერტთა ჯგუფმა მამზადა. მის შექმნაში 107-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.

ამ თემაზე დისკუსია ჟენევაში გაიმართა. მეცნიერების თქმით, ფერმერული საქმიანობის შემცირებით და ხმელეთის უფრო ეფექტურად გამოყენებით, კლიმატური კატასტროფის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

მცენარეული საფარის მქონე დაუმუშავებელი მიწა გვიცავს ზედმეტად მაღალი ტემპერატურისგან, რადგან მეცანრეები იწოვენ CO2-, რომელიც გლობალური დათბობას იწვევს.

თუმცა, მეცნიერები განმარტავენ, რომ ფერმერული საქმიანობა და ტყის მოშენება დღეს ისე ხდება, რომ კიდევ უფრო იზრდება ნახშირორჟანგის გაფრქვევა ატმოსფეროში. სათბური აირების გაფრქვევის თითქმის მესამედი, სწორედ ფერმების ჭარბი რაოდენობით არის გამოწვეული.

ავტორი: მარიამ გიგანი