11 წელი ომიდან - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების პროტესტი რუსთაველზე

20:29 08-07-2019
135

პარლამენტთან დღევანდელი აქცია საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლის თავს ეძღვნება.

აქციის მონაწილეები 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროტესტის 49-ე დღეს, ომიდან 11 წლის თავზე, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები შეიკრიბებიან და აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს გაიხსენებენ. მათი თქმით, ოკუპაციას არასდროს შეეგუებიან.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ომის შედეგები ციფრებში ასეთია: 400-ზე მეტი დაღუპული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. იძულებით გადაადგილებული 130-ათასი ადამიანი. დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.