დაკვამლიანებული თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

11:26 08-06-2019
2346

British Airways თვითმფრინავი ესპანეთში, კერძოდ ვალენსიაში, გაკვამლული დაჯდა.

კვამლით სავსე ბორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ვრცელდება თვითმფრინავში შექმნილი ქაოტური ვითარების ამსახველი კადრებიც.

დადასტურებული ინფორმაციით, რეის BA422-ზე, რომელიც ლონდონიდან ესპანური ქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი მგზავრი იხსენებს, რომ აეროპორტში დაშვებამდე 10 წუთით ადრე, თვითმფრინავი „საზარელი თეთრი კვამლით“ გაივსო.

ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ავტორი: მარიამ გიგანი