კადრები რუსეთის სამხედრო ბაზიდან - სადაც იარაღის საწყობი აფეთქდა (ვიდეო)

10:49 08-06-2019
111

ციმბირში აფეთქებების სერიის გამო 3000 ადამიანის საგანგებო ევაკუაცია განხორციელდა.

ქალაქ აჩინსკთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე, იარაღის საწყობი აფეთქდა. ინციდენტის დროს დაშავდა 8 სამხედრო პირი. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიიდან გაიყვანეს. იგეგმება კიდევ 11000 ადამიანის ევაკუაცია.

აფეთქებები საწყობზე გრძელდება. კრასნოიარსკის მხარეში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ვითარებას ამწვავებს ის ფაქტი, რომ კრასნიოიარსკის რეგიონში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძბვიან.

სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

ავტორი: მარიამ გიგანი