ვხედავ ნიკას სტუდიურ ჩართვებს, სამაჯურით კადრში - ნანუკა ჟორჟოლიანი

12:47 08-02-2019
1796

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვრამიას სასამართლოში გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ შესაზლოა არ დაიჭირონ, მაგრამ სამაჯურს გაუკეთებენ.

„ცხადია ბიძინა ივანიშვილის მთავრი მოტივაციაა, ხელი შეუშალოს ნიკას მიერ დაანონსებული ტელევიზიის გაკეთებას. გამოვრიცხავ რომ დაიჭიროს, მაგრამ სამაჯურს ალბათ გაუკეთებს.

ჰოდა, ვხედავ ნიკას სახლიდან სტუდიურ ჩართვებს, სამაჯურით კადრში. იქნება უპრეცედენტო გადაცემა, სუპერ რეიტინგით:) ან ჯანდაბას, თუ დაიჭერს, პირდაპირებს ციხის პერიმეტრიდან (ცხადია სხვა წამყვანით)

ანუ, რაც უფრო მეტს ებრძვის ბიძინა ნიკას, მით მეტად ეფექტურ ოპონენტს იღებს. ერთი რუსთავი 2 -ით “იხეირა” და მეორე ნიკასთან ომით “მოიგებს”.

ჩიხი ქვია მაგას ბატონო ბიძინი, ჩიხი. “ზადნით” გამოდით. ისეთი სივიწროვეა ვერ მოტრიალდებით“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამია პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება.

ის ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იკითხება.

გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს.