ოკუპირებულ აფხაზეთში მაუწყებლობა შეწყვიტა რადიომ, რომელიც 20 წელია მაუწყებლობს

00:43 08-01-2019
111

დღეიდან რადიო „სომა“ მაუწყებლობას წყვეტს. მიზეზად ფინანსური კრიზისი სახელდება. ერთი წლის უკან რადიო „სომა“-ს დირექტორმა განვითარების კუთხით, დიმიტრი ბელიმ „ეხო კავკაზა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ უმოკლეს ვადაში ისინი ვერ შეძლებენ დაფინანსების წყაროს მოძებნას რადიოს არსებობისთვის, მაშინ მათ რაიმე არასასურველი გადაწყვეტილების მიღება მოუხდებოდათ.

რადიო სომა 20 წელია მაუწყებლობს. დამფუძნებლები იყვნენ ზურაბ აჯინჯალი, სერგეი ოგირელცევი და იური ულიტინი. სომა, რუსული აბრევიატურით, პატარა აფხაზეთის თავისუფალ საზოგადოებას ნიშნავს. 

 

ავტორი: თეა შონია