„ლარი დასტაბილურდება“ - ეკონომიკის მინისტრი

20:16 07-31-2019
115

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით პრობლემები ნეგატიური საინფორმაციო ფონით და გარკვეული სპეკულაციური მოლოდინებით შეიქმნა. ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, ინფლაცია გეგმის ფარგლებში. მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა ლარის კურსთან დაკავშირებით. აქ ცალსახად ვხედავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ნეგატიური საინფორმაციო ფონი, სპეკულაციური განცხადებები. ზოგი ამას ნებსით აკეთებს, ზოგი - უნებლიეთ და არის გარკვეული პანიკური განწყობების დათესვის მცდელობები. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე“, - განმარტა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები ხელოვნურია.

„ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას არანაირი ორგანული საფუძველი არ გააჩნია“, - აცხადებს თურნავა.