მოსკოვში Rammstein-ის წევრებმა კონცერტის დროს ერთმანეთს აკოცეს (ვიდეო)

18:12 07-31-2019
613

მოსკოვში კონცერტის დროს, გერმანული ჯგუფის Rammstein-ის წევრებმა, ერთმანეთს სცენაზე აკოცეს. ამ ფორმით, მათ რუსეთში ლგბტ-თემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაპროტესტება სურდათ. 

ვიდეოზე ჩანს, რომ გიტარისტები პოლ ლანდერსი და რიჩარდ კრუსპე, ერთმანეთსიკენ მიიწევიან და სიმღერა Aüslander-ის შესრულების დროს, ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. 

„გეი პროპაგანდის“ წინააღმდეგ შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს.