თუშეთში ავარიის შედეგად ხევში დაკარგულ ორ ადამიანს კვლავ ეძებენ

12:24 07-28-2019
167

თუშეთში მომხდარი ავარიის ადგილზე ორ ადადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მეოცე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუსინ მოხდა. სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილია ხუთი ადამიანი. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

ამასთან, გარდაცვლილებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი.