ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

10:31 07-27-2019
35

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

„გამომძიებელი უკვე მივიდა იზოლატორში და ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, გუშინ გასაჯაროვდა მისი პოზიცია და გამოვიტანე წერილი. რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ორგანიზება. ის ამ ბრალდებას არ აღიარებს“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, თუმცა ადვოკატის განცხადებით ბრალდების ფორმულირება ამ დროისთვის ჯერ უცნობია. ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით, 25 ივლისს დააკავეს.