20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

09:24 07-27-2019
43

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. 

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე შსს-მ 25 ივლისს 5 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი.

26 ივლისს კი 2 პირი დააკავეს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი.

სულ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 19 პირია დაკავებული.