სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო სივრცის კონტროლის ზონას დაუქვემდებარეს

22:29 07-26-2019

სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს – ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში (U) მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა ,როგორც როსტოვის (R) საჰაერო ზონა, სადაც საავიაციო მართვის ცენტრი განთავსდება.

“როსტოვის საჰაერო სივრცესთან ჩვენი მიმაგრება ჩვენს სუვერენიტეტზე არ აისახება. მისი მომსახურებით სარგებლობს ყველა ევროპული ქვეყანა” – განაცხადა დე-ფაქტო აფხაზეთის სამოქალაქო საავიაციო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა ზაურ ეშბამ. 

ავტორი: თეა შონია