5 კრიმინალური ისტორია, რის გამოც ტრამპმა სიკვდილით დასჯა გაააქტიურა

22:07 07-26-2019
741

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა გასცა განკარგულება, რომ ფედერალური მმართველობის კომპეტენციაში არსებული სიკვდილით დასჯის განაჩენები შესრულებაში მოვიდეს.

ფედერალური მმართველობის დონეზე 2003 წლამდე, აშშ-ის ხელისუფლებამ სიკვდილით 1963 ადამიანი დასაჯა. მას შემდეგ, დაახლოებით 16 წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯა აღსრულებაში აღარ მოუყვანიათ.

უილიამ ბარის თქმით, ორივე პარტიის მმართველობის დროს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აშშ-ის ხელისუფლებისგან ყველაზე საშიში დამნაშავეების სიკვდილით დასჯას ითხოვდა. 1963 წელს, ხელისუფლებაში დემოკრატი პრეზიდენტი ჯონ კენედი მოვიდა, 2001-2003 წლებში კი რესპუბლიკელი უმცროსი ჯორჯ ბუში.

ფედერალური დამნაშავეების სიაში, რომლებსაც სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი, 62 ადამიანია.

პირველი ხუთის ვერდიქტი ამ წლის დეკემბერში უნდა აღასრულონ. 

- 9 დეკემბერს არის ჩანიშნული დენიელ ლიუს ლის სიკვდილით დასჯა - რასისტი, რომელმაც 1996 წელს მოკლა 3 ადამიანისგან შემდგარი ოჯახი, რომელთაგან ერთ-ერთი 8 წლის გოგო იყო. 

- ლეზმონ მიტჩელი, რომლის სიკვდილით დასჯა 11 დეკემბერს დაინიშნა - მოკლა 63 წლის ქალი და მის 9 წლის შვილიშვილს აიძულა ცხედართან ერთად მანქანით 50 კილომეტრის გავლა, რის შემდეგაც ბავშვს ორჯერ გამოჭრა ყელი. 

- უესლი აირა პერკს სიკვდილით დასჯა 16 წლის გოგოს მკვლელობის და გაუპატიურებისთვის მიუსაჯეს და ასევე 80 წლის ქალის მკვლელობისთვის, რომელიც მან ჩაქუჩის დარტყმით განახორციელა. 

- ალფრედ ბურჟუა საკუთარი 2 წლის შვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. მას სიკვდილით 2020 წლის 13 იანვარს დასჯიან. 

- დასტინ ლი ჰონკენი - მოკლა 5 ადამიანი. მათგანი 2 აპირებდა ჰონკენის წინააღმდეგ სხვა საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.