ხაზარაძის და ჯაფარიძის პროკურორმა ჟურნალისტებისგან გაქცევა სცადა

19:47 07-26-2019
102

ბრალდების წარმომადგენელმა, რომელიც ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდეომას ესწრებოდა, მედიისთვის თავის არიდება სცადა. თუმცა, ჟურნალისტები მას მაინც დაეწივნენ  და ავტომობილის დაძვრის საშუალება არ მისცეს.

საბოლოოდ პროკურორს კომენტარის მიცემა მაინც მოუხდა და განაცხადა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარე ნაწილობრივ მაინც გაიზიარა და ბრალდებულებს 700 ათასლარიანია გირაო შეუფარდა. ამასთან, მათ აეკრძალათ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

მისივე თქმით, მან ჯერ არ იცის, პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.

შეგახსენებთ, რომ, ბრალდების მხარე ბიზნესმენებისთვის მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვდა.