3,3-ბალიანი მიწისძვრა საქართველოში - სამი დღის შუალედში ეს უკვე მეორე შემთხვევაა

19:09 07-26-2019
480

საქართველოში ცოტა ხნის წინ 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურის აღმოსავლეთით, სოფელი ზემო სხვავთან დაფიქსირდა.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ონში 22 ივლისს მოხდა.