ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში სტიქიის შედეგად სახლი დაინგრა

17:35 07-26-2019
13

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში მცხოვრებ 70 წლის ნუნუ ფაცაციას ორსულიან ოჯახს სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაენგრა.

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ნუნუ ფაცაციას ძველი ხის სახლი მთლიანად ჩამოიშალა. ერთსართულიანი საცხოვრებელი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დახმარება სთხოვა.

ადგილზე ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ.

ამ ეტაპისთვის მერიაში მოქმედი სპეციალური კომისია სახლის ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს. მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა. მანამდე კი დედა-შვილი ამაზე ეზოში მდგომ სახლში იცხოვრებენ.

ავტორი: თეა შონია