25 წლის ქალი საბავშვო მოედანზე ბავშვის თვალწინ მოკლეს

20:03 07-25-2019
929

რუსეთის დედაქალაქის გარეუბანში ახალგაზრდა ქალს საბავშვო მოედანზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. 25 წლის ქალს, რომელიც ბავშვთან ერთად სეირნობდა, თავდამსხმელი დანით მიეჭრა, მას ცივი იარაღით 20 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცმა დანაშაულის ადგილი ავტომობილით დატოვა.

თავდამსხმელი მოკლული ქალის ყოფილი ქმარია. მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა.

ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.