ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბაღდათის ტრაგედია

საზოგადოება 1714127374

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა.სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი.ტყუპი დები დღეს 15 წლის გახდებოდნენ. ტრაგიკულად დაღუპულ გოგონებს ახლობლები და მეგობრები იხსენებენ.„გილოცავთ თქვენ შეუსრულებელლ 15 წელს, მაკლიხართ… ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებით“„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… ადრე ვითვლიდი, უჩემოდ-თქო, ახლა პირიქითა დედი… აღარ ისმოდა თქვენი სიცილი, კისკისი და მადლობები… დეე, მხოლოდ ტირილი და ცრემლი იყო…როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის დეე… აუტანელია ეს ყველაფერი … ნეტავ ისევ უჩემოდ აღგენიშნათ დე…“, – წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონების დედა. 

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714126860

„ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომელთა შორის თქვენი მთავარი სიყვარულიც იქნება“ - ვისთვის როგორი იქნება აპრილის ბოლო კვირა

აპრილი შესაფერისი დროა ყველაზე გაბედული გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, მხოლოდ გჭირდებათ ძალების მოკრება, რომ მათ განხორციელებას შეუდგეთ. თუ უკან არ დაიხევთ და გაბედულად შეუდგებით თქვენი გეგმების განხორციელებას, წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში, ბიზნესის წამოწყებაში და სამეცნიერო პროექტებში.ვერძიაპრილი, ზოგადად, ვერძების თვეა. მათ მოუსმენენ, სასიყვარულო ფრონტზე ქარიშხალი ელით, წარმატებას მიაღწევენ, ფაქტობრივად, ყველაფერში: ლატარიებშიც და უძრავი ქონების შეძენაშიც კი. და თუ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ  სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად, ალბათ ამ წლის აპრილზე უკეთესი დრო ღარ გექნებათ. გარდა ამისა, ადვილად გაუძღვეთ საქმეებს, რომლებიც ლიდერის როლსა და ინტელექტუალურ მოღვაწეობას უკავშირდება.ყველაზე კარგი დღეები: 7, 8, 9, 19.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 5, 6, 12, 13, 20, 26.კუროკუროსთვის უმჯობესია აპრილში მკვეთრ, სერიოზულ აქტივობებზე უარი თქვას. ამის ნაცვლად მყარი საძირკვლის აშენება დაიწყეთ: რთული პერიოდი გელით, რომელიც არ „დაგაგდებთ“, მაგრამ შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს თქვენთვის ჩვეულ, ზომიერ ცხოვრების რიტმში. საინტერესო აღმოჩენები და სიახლეები გელით, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთი მეგობარი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს თქვენთან ურთიერთობას.ყველაზე კარგი დღეები: 11, 12.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 23.ტყუპიტყუპებისთვის აპრილი კარგი პერიოდი იქნება სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ამავდროულად, ეს თვე იმდენად დატვირთული იქნება მოვლენებით, რომ შესაძლოა თავგზა აგებნეთ. ტყუპებს რამდენიმე ახალი ნაცნობობა ელოდება, გარშემო მყოფები კი ახლო მეგობრები გახდებიან. ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეწყვეტს თქვენი გეგმებისა და იდეების შეფერხებას და კარტ ბლანშს მოგცემთ მათ განსახორციელებლად. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავისუფლება ელის არა მხოლოდ სამუშაო საკითხებში, არამედ პირად ცხოვრებაშიც, თუმცა მოვლენების ასეთი მშფოთვარე ნაკადის გამო მათ მყუდრო სიტუაციაში თავის შეფარება მოუნდებათ.ყველაზე კარგი დღეები: 13, 14, 15.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4,11, 25.კირჩხიბიკირჩხიბებისთვის სამუშაო და კარიერული საკითხები უკანა რიგში გადაიწევს და წინ წამოვა პირადი ცხოვრების მოწყობის თემა. აპრილში ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომელთა შორის თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარულიც იქნება, მთავარია, რომ ის დროულად შეამჩნიოთ. გარდა ამისა, კირჩხიბებისთვის აპრილი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით და ახალი წამოწყებისთვის. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კირჩხიბებისთვის უმჯობესია ამ თვეში სახლიდან შორს არ წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უსიამოვნებები ელით. ნახეთ სრულად

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

საზოგადოება 1714126091

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან  შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან  და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი,  მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.  პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1714126080

ნახეთ, ნუკი კოშკელიშვილის ცეცხლოვანი ფოტოსესია, რომელმაც გამომწერები აღაფრთოვანა - „ქმარი უნდა დაათრეინინგო რომ კარგი რაკურსით გადაგიღოს“

„ქმარი უნდა დაათრეინინგო რომ კარგი რაკურსით გადაგიღოს!“ , – ამ სათაურით ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, რომლებშიც შეუდარებლად გამოიყურება.საცურაო აუზთან გადაღებულმა ფოტოებმა Instagram-ზე დიდი მოწონება დაიმსახურა.„ყველაზე გულწრფელი და ღია ადამიანი მთელ სოციალურ ქსელში “, „ყოჩაღ ქმარს  შენ ულამაზესი ხარ“, „ყველა რაკურსი გიხდება “, „ვგიჟდები!!“, „სასწაული გოგო ხარ შენ“, „საოცარი ტანი გაქვს, იშვიათად ლამაზი და ქალური“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714125787

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.