რუსეთის რაგბის ნაკრები საქართველოში ჩამოსვლაზე უარს აცხადებს

20:15 07-19-2019
108

ამხანაგური მატჩი რაგბში, რომელიც 27 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი რაგბში აღარ გაიმართება. ამის მიზეზი რუსეთის რაგბის ფედერაციის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“ - ნათქვამია განცხადებაში.