„საბურთალომ“ შერიფის ბარიერი დაძლია

23:34 07-16-2019
31

„საბურთალო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე ითამაშებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საპასუხო მატჩში თბილისელი ფეხბურთელები „შერიფთთან 1:3 დამარცხდნენ, ორი მატჩის ჯამში კი 4:3 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

საბურთალომ პირველი ტაიმი 0:3 წააგეს, მეორე ნახევარში კი როლოვიჩმა მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მომდევნო ეტაპზე „საბურთალოს მეტოქე ზაგრების „დინამო იქნება.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე