უიმბლდონის ყველა დროის საუკეთესო ფინალი ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა

10:15 07-15-2019
37

უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს ორი ლეგენდარული ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი როჯერ ფედერერი შეხვდნენ. 

შეხვედრა 5 საათსა 2 წუთს გაგრძელდა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ფანტასტიკურ ორთაბრძოლაში გამარჯვება სერბმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. ჯოკოვიჩმა ფედერერი ხუთ სეტში 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 დაამარცხა და უიმბლდონის გამარჯვებული  ზედიზედ მეორედ, კარიერის განმავლობაში კი მეხუთედ გახდა.

აქამდე უიმბლდონის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი 2008 წელს, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის იყო, რომელიც 4 საათი და 48 წუთი გაგრძელდა.