თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსის პირველი პარტია მიიღო

14:08 07-12-2019
26

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის, S-400-ის პირველი პარტია უკვე თურქეთშია.

საზენიტო-სარაკეტო სისტემა ანკარას ავიაბაზაზე ჩაიტანეს. ამის შესახებ განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს.

ამიერიდან, თურქეთი ნაწოს წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსული S-400 სისტემა შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური ანკარა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სირიის საზღვართან განლაგებას გეგმავს.

აშშ-მ თურქეთს 1 თვის წინ ულტიმატუმი წაუყენა, რომ გაეკეთებინა არჩევანი რუსულ სარაკეტო სისტემასა და ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის, რადგან თურქეთმა 100 ამერიკულ F-35-ების შეძენას მოაწერა ხელი და F-35-ის პროგრამაში ინვესტიციაც ჩადო. ოფიციალური ვაშინგტონი კი წინააღმდეგია, რომ თურქეთს ერთდროულად რუსული S-400 და ამერიკული F-35-ები ჰქონდეს.