იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

08:28 07-12-2019
20

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომას, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ არსებული ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობას გულისხმობს.