„ეს ტყვია არის არალეტალური“ - გახარია ნარინჯისფერ რეზინის ტყვიებზე

21:06 07-11-2019
2

„ეს ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არის კანონით გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად“, - შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ, 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მიერ გამოყენებული ტყვიების შესახებ უპასუხა.

„თქვენ მესაუბრებით მშვიდობიანი აქციის სტანდარტით და მე გესაუბრებით, რომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ის საშუალებები, რომელიც მას, კანონით აქვს აღჭურვილობაში“, - გახარია მიიჩნევს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ფარავს.

„როცა თქვენ მესაუბრებით მშვიდობიანი პროტესტის სტანდარტზე - მართალი ხართ, როცა ვსაუბრობთ შტურმზე - არ ხართ მართალი“, - ამბობს მინისტრი.