მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში - გიორგი გახარია

20:54 07-11-2019

გიორგი გახარია აღიარებს, რომ 20 ივნისის ღამეს ყველა ბრძანება თავად გასცა. ამის შესახებ მან გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„ბრძანება გავეცი მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მანამდე მე იქ, უბრალოდ, არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომელიც არის კანონმდებლობით აბსოლუტურად სრულად გაწერილი. რატომ? - იმიტომ, რომ პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები, მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გახარია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ სტუდიის შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ ფონზე მიმდინარეობს.