ანგელა მერკელი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველად ალაპარაკდა

17:31 07-11-2019
546

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს.

„კარგად ვარ. როგორც უკვე ვთქვი, ვმუშაობ ამ თემაზე, რაც პრეზიდენტ ზელენსკისთან სამხედრო ცერემონიალზე მოხდა. ეს პროცესი ნათელია, რომ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, არის პროგრესი. ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ და შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. საკმაოდ კარგად ვარ იმისათვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე უკვე მესამეჯერ გახდა შეუძლოდ. კანცლერმა ფინეთის პრემიერ მინისტრ ანტი რინესთან შეხვედრის დროს  კანკალი დაეწყო. 

ივნისის ბოლოს მერკელმა განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერია და მას უბრალოდ დეჰიდრატაცია აწუხებდა. 

პირველად საზოგადოებამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს შენიშნეს, რომ გერმანიის კანცლერი კუნთებს ვერ იმორჩილებდა. მეორეჯერ მსგავსი რამ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მოხდა.