რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავიდან რადიაცია ჟონავს

17:18 07-11-2019
2386

რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავიდან, რომელიც ნორვეგიის ზღვაში 1989 წელს ჩაიძირა, დაშვებულ ნორმაზე 800 000-ჯერ მაღალი დონის რადიაცია ჟონავს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

წყალქვეშა ნავიდან ამოღებული ნიმუშიდან ირკვევა, რომ ხომალდი „კამსამოლეცის“ სავენტილაციო მილიდან რადიოაქტიული ცეზიუმი ჟონავს. თუმცა ნორვეგიელი მკვლევარები აცხადებენ, რომ სიტუაცია არ არის საგანგაშო, რადგან არქტიკული წყალი ამ ნივთიერებას ანეიტრალებს.

გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დროინდელი ხომალდი საკმაოდ ღრმად არის წყალქვეშ ჩაძირული, კერძოდ 1680 მეტრის სიღმრეზე, სადაც მკვლევარების თქმით ზღვის ცხოველები ნაკლებად არიან.

„კამსამოლეცზე“ 30 წლის წინ ცეცხლი გაჩნდა, რომელმაც 42 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. მისი ჩაძირვის შემდეგ პირველად, 7 ივლისს, ნორვეგიელებმა დისტანციურად კონტროლირებადი აპარატი ჩაუშვეს წყალში ხომალდის შესამოწმებლად. სწორედ ამის შემდეგ გამოავლინეს რადიაციული გაჟონვა.