წერეთელზე ავტომობილი ჯერ ქვეითს, შემდეგ კი მიკროავტობუსს დაეჯახა

16:16 07-11-2019
201

ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც მაღალი სიჩაქარით მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

ამის შემდეგ მსუბუქი ავტომობილი ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ყვითელ მიკროავტობუსში მჯდომი მგზავრი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.