ტრაილერს მაგისტრალზე ნაღდი ფული გადაჰქონდა, როდესაც მანქანის კარი შემთხვევით გაიხსნა

14:15 07-11-2019

Dailymail-ის ინფორმაციითაშშ-ში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ტრაილერს მაგისტრალზე ნაღდი ფული გადაჰქონდა, როდესაც მანქანის კარი შემთხვევით გაიხსნა და ფული გზაზე გადმოცვივდა.

 

გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია გზად მიმავალი ავტომობილის მძღოლები, რომლებიც მანქანებს აჩერებენ და ძირს დაცვენილ ფულს აგროვებენ. ტრაილერის თანმხლებმა პირებმა მხოლოდ დარჩენილი რამდენიმე ასეული აშშ დოლარის შეგროვება შეძლეს.