სოფელ ნარაზენში ნამარხი მოლუსკების ნიჟარების ანაბეჭდები აღმოაჩინეს

12:02 07-11-2019

ზუგდიდის რაიონ სოფელ ნარაზენში, მდინარე ჭანისწყლის პირას მცხოვრებლებმა, „ნარაზენის უძველესი ბინადარნი“, ნამარხი მოლუსკების ნიჟარების ანაბეჭდები იპოვეს.

ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას თქმით, ეს შემთხვევითი აღმოჩენაა, და პალეონტოლოგებმა უნდა დაადგინონ. „ნარაზენის მცხოვრებლებმა, მდინარის პირას, საინტერესო ქვები აღმოაჩინეს, დამიკავშირდნენ,თავიდან იფიქრეს, რომ არქეოლოგიური ნიმუში იყო... თუმცა, ეს გეოლოგიური ნიმუშია და ამაზე პალეონტოლოგებს დავუკავშირდები“,- განმარტა მან.

ავტორი: თეა შონია