„უგონო მდგომარეობაში იყო“- მაშველებმა გოგონა თვითმკვლელობას გადაარჩინეს

23:07 07-10-2019
22

ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
ის მეხანძრე მაშველებმა იმ დროს იპოვეს, როცა ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ახალგაზრდა გოგონას ოჯახი ეძებდა, რომლებმაც დახმარების თხოვნით „112“-ს მიმართეს, მაშველებმა კი სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა - ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა.უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხადარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე