დაიწყებს თუ არა ირანი ბირთვული იარაღის მზადებას?

12:43 07-09-2019
41

ირანმა ბირთვული შეთანხმება დაარღვია და ურანის გამდიდრების ლიმიტს გადააჭარბა. კერძოდ, საუბარია 3.67%-იან ზღვარზე.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესმდივნის განცხადებით, ირანმა ურანის გამდიდრების 4.5%-იან ლიმიტს გადააჭარბა და გაჩერებას არ აპირებს.

ირანის ამ ქმედებას დონალდ ტრამპისგან მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით ირანმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს:

„მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება ურანის გამდიდრება, ეს მათ კარგად იციან, ამიტომ ამ მიზეზს არ დავასახელებ. მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ,“-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დასახელებული მიზეზი ბირთვული იარაღის შექმნაა. თუმცა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ბირთვული იარაღის შესაქმნელად, ურანის გამდიდრების დონემ 19%-ს უნდა გადააჭარბოს.

დაძაბული ვითარების და შესაძლო ბირთვული კონფლიქტის ფონზე, საფრანგეთმა თეირანში დიპლომატი, კერძოდ ემანუელ მაკრონის მთავარი დიპლომატიური მრჩეველი, ემანუელ ბონი გაგზავნა. მისი მისიაა მხარეებს შორის დიალოგი განაახლოს და მოსალოდნელი კონფლიქტის საფრთხეები განმუხტოს.

ირანმა ბირთვული შეთანხმების სხვადასხვა დებულებების დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმება დატოვა და ოფიციალურ თეირანს სანქციები განუახლა.

ავტორი: მარიამ გიგანი