მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

11:15 07-08-2019
64

ლიონელ მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მან კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩზე გაძევების შემდეგ, ლიონელ მესიმ CONMEBOL კორუფციაში დაადანაშაულა.

თუ “ბარსელონის” ფეხბურთელი მაქსიმალურ სასჯელს მიიღებს, ის ვერ შეძლებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობას, აგრეთვე, გამოტოვებს 2020 წლის კოპა ამერიკას.