თუ გახარია ხვალ არ გადადგება, პირს ამოვიკერავ - აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ „მშრალ შიმშილობას“ დაიწყებს

22:21 07-05-2019

ხვალ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთი ადამიანი „მშრალ შიმშილობას“ იწყებს და ის პირის ამოკერვას აპირებს. ამის შესახებ აქციაზე ტრიბუნიდან ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომელმაც ამის შესახებ წერილი მიიღო. 

აქციის მონაწილე ამბობს რომ მას მახო ჰქვია და ლაგოდეხიდანაა. „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს მან თქვა, რომ თუ შს მინისტრი გიორგი გახარია ხვალ არ გადადგება, ის პირს ამოიკერავს და მასთან ერთად ამას სხვებიც გააკეთებენ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციის მე-16 დღეა.