გინება ჯანმრთელობისთვის კარგია- უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

18:17 07-04-2019
110

საგინებელი სიტყვები სავარაუდოდ ერთხელ მაინც ყველას უთქვამს თავის ცხოვრებაში. ასეთი ლექსიკა ნებისმიერი ენის განუყოფელი ნაწილია და სიბრაზისა თუ ემოციების გამოსახატად გამოიყენება.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი, გინება შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც არის. ამის შესახებ სტატიას BBC წერს.

ულანა სუპრუნი განმარტავს, რომ საგინებელი სიტყვების წარმოთქმა კარგია ჯანმრთელობისთვის, რადგან მათი გამოყენება ადამიანებს შორის ძლიერ კავშირს და „კარგ ემოციურ კონტაქტზე“ მიუთითებს.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი ახალი კანონპროექტის საპასუხოდ გააკეთა. დეპუტატი ოლგა ბოჰომოლეტის საკანონმდებლო ინიციატივა, საჯარო მოხელეებს მედიაში გინებას უკრძალავს.

კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიითა და საჯარო გამოსვლების დროს გინება 49$-ით დაჯარიმდება.

თუმცა ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გინება ექსტრემალურ სიტუაციებში სასარგებლოც კია. ულანა სუპრუნის თქმით, ადამიანებმა უმჯობესია აგრესიული ემოციების დათრგუნვაზე იმუშაონ და არა უხამსი სიტყვების შეზღუდვაზე.