ბერლინში ბაზრობა იწვის (ვიდეო)

17:48 07-04-2019
28

გერმანიის დედაქალაქში ვიეტნამური ბაზრობა იწვის. სავაჭრო დაწესებულებიდან ამოსული ცეცხლის კვამლი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ჩანს.

ბაზრობაზე გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად 60-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. ახლომდებარე შენობებში მცხოვრებ მოქალაქეებს მაშველებმა მოუწოდეს, დახურონ ფანჯრები და გარეთ არ გამოვიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ “დონ სუანის“ ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებში გაჩნდა და შემდეგ მთელ საწყობში გავრცელდა.  

ბერლინის უმსხვილესი აზიური ბაზრობა დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიაზე ტანსაცმლის 2000-მდე მაღაზიაა, ასევე ელექტრონიკის მაღაზიები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, რესტორნები, სადაზღვეო და იურიდიული ოფისებია განლაგებული.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.