ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საზოგადოება 1714136243

„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ - 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. დახმარების მსურველებს, თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთმან გადაიტანა კოვიდი, რამაც დაუტოვა გართულებები. მოზარდს, ჰაერის უკმარისობა აქვს და არის ჟანგბადდამოკიდებული. ოჯახს მედიკამენტებისთვის საჭირო თანხა არ აქვს, ამიტომ დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.პატარა რაჭველ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება, ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია. გიორგი ბერიშვილმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მან გადაიტანა კოვიდიც და გამოჯანმრთელდა, თუმცა დაუტოვა გართულებები. აქვს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბად დამოკიდებულიაოჯახს იმედი აქვს, რომ პატარას სრულ გამოჯანმრთელებამდე საზოგადოება მხარში დაუდგება.გიოს კვლავ სჭირდება თქვენი თანადგომა პატარამ კეთილთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა და კოვიდმა გართულებები დაუტოვა აქვს სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბად დამოკიდებულია პატარას სრულ გამოჯანმრთელებამდე მშობლებს იმედი აქვს.საზოგადოების მხარში დგომის დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108ლიბერთი #GE11LB0711192526466000მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილისაზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968საკონტაქტო ნომერი: 598417413. @გამორჩეულ@გამორჩეულებში დამატებაგთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ, გაზიარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სადაც შეგეძლებათ გადააზიარეთ ყველას მივაწვდინოთ ხმა პატარა გიოსთვის.

ამინდის ცვლილება

საზოგადოება 1714136040

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს.27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება

ანტიკორუფციული ბიურო

სამართალი 1714135017

სიცრუეა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადება, თითქოს "საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“ - ანტიკორუფციული ბიურო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, "საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე! - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ბიუროს ცნობით, საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას."2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყოვნებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.2024 წლის 18-22 მარტს, ქ. სტრასბურგში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატება.პლენარული სესიების ფარგლებში საქართველოს შეფასების ანგარიშებთან ერთად დამტკიცდა:1. იტალიისა და სომხეთის მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშები;2. საბერძნეთის, ლიეტუვის, საფრანგეთის, ბელგიისა და ხორვატიის მე-5 რაუნდის პირველი ან მეორე შესაბამისობის ანგარიშები;3. საქართველოს, იტალიის, ბელგიის და გერმანიის დამატება ან მეორე დამატება მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე;4. ყაზახეთის შეფასების პირველი და მეორე რაუნდის შესაბამისობის გაერთიანებული ანგარიში;5. შვეიცარიის შეფასების მესამე რაუნდის მეორე დამატება მეორე შესაბამისობის ანგარიშზე.GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას.2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში.უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად.აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყოვნებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე," - წერია განცხადებაში.

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

რეგიონი 1714134830

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.ადიდებული მდინარე მუხრა წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.ახალ სახიდე გადასასვლელებზე ჩოლურის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა მოინახულა.სამუშაოები ,,ავტოგზა-ლენტეხი 99’’-მა შეასრულა, რომლის ღირებულება 1,053,352 ლარს შეადგენდა.პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საზოგადოება 1714134518

სასაზღვრო პოლიციის უფროსი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.ნიკოლოზ შარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას შეხვდა. სასაზღვრო ჯარებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საზღვრის დაცვის და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას დაათვალიერებინეს და გააცნეს სასაზღვრო ჯარების სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობა.სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ ნიკოლოზ შარაძეს უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედალი თანამშრომლობისთვის გადაეცა.