მაგდა პაპიძე - ციხეში საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ვისწავლე

00:01 07-01-2019
1068

ქმრისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე, რომელიც უვადო პატიმრობაში იმყოფება, „იმედის კვირასთან“ ყვება თუ როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს ციხეში. 

„ციხეში რა გამოვიარე საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ვისწავლე. დავდექი სარკესთან და საკუთარ თავს ვაკოცე.

ვკითხულობ. მიყვარს ლიტერატურა. გადავწყვიტე წერილებზე მემუშავა. შეიძლება ერთი ფარატინა ფურცლით ისეთი სიტყვა მოგივიდეს, რომ საკანში ფრენის შეგრძნება დაგაწყებინოს, - აცხადებს პაპიძე. 

მსჯავრდებული არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები წიგნად გამოსცეს.