კოტეს და განოს პირველი „შეხვედრა“ საბედისწერო ავარიისას

15:56 06-28-2019
571

17 წლის იყო მსახიობი კოტე თოლორდავა მეგობრებთან ერთად ავარიაში რომ მოყვა. ახალგაზრდებით სავსე მანქანა ხეს იყო შეჯახებული, ამ ფაქტს, ბარნოვზე, განო მელითაურის მამა რომ შეესწრო. სასწრაფოს მანქანა გამოიძახა და მედპერსონალს დაშავებულების მანქანაში გადაყვანაში მიეხმარა. ამ დროს მამის მანქანაში ცხრა წლის განო იჯდა და ამ ფაქტს ფანჯრიდან ისიც უყურებდა. ეს ისტორია კოტემ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოყვა...

განო მელითაური: „როგორც მე მახსოვს, მომღერლის - თამარ იშხნელის (ჩემი ნათესავის) დაკრძალვის დღე იყო და იქ მივდიოდით. „მრაჩნი“ დღე იყო“.

კოტე თოლორდავა: „რომ წარმოვიდგენ, ფანჯარაზე მიკრული ცხრა წლის განო დიდი თვალებით, როგორ უყურებდა ამ ავარიას...  ჰემატომა მქონდა, რომელიც ორ წელში გაიწოვა. ცნობა ორ თვეში დამიბრუნდა. დედას ვერ ვცნობდი. მეგობრებს ვლანძღავდი, ვინ ხართ, რატომ მოდიხართ სანახავად-მეთქი. მათ შორის იყო ჯგუფელი მსახიობი ლევან ყოჩიაშვილიც (დათო - „ჩცდ“). ერთი თვის მერე წვერის გაპარსვისას შუშა ამოვიღე ნიკაპიდან. თავით მქონდა გატანილი საქარე მინა. და განოს მამამ, არაჩვეულებრივმა ადამიანმა, სასწრაფოში „ჩაგვტვირთა“. მართლა გვამები ვიყავით“.

 

ავტორი: თამარ გონგაძე