აშშ პოლონეთში 2000 ამერიკელ სამხედროს გააგზავნის - ტრამპი

23:55 06-12-2019
19

აშშ-მა შეიარაღებული ძალები გერმანიიდან შესაძლოა, პოლონეთში გაგზავნოს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტთან ანჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

შეიარაღებული ძალები პოლონეთს შესაძლო რუსული აგრესიისგან დასაცავად სჭირდება. 

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. 

ტრამპის განცხადებით, პოლონეთი შეიარაღებული ძალებისთვის დიდი თანხების გამოყოფას აპირებს.