ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროგადამცემ ხაზს მეხი დაეცა

21:58 06-12-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროგადამცემ ხაზს მეხი დაეცა.

ადგილობრივი ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, სწორედ ეს გახდა ოკუპირებულ აფხაზეთში დენის გათიშვის მიზეზი.

გადამცემი ხაზი არ დაზიანდა, ამუშავდა მხოლოდ მისი დამცავი სისტემა. შესაბამისად, ენერგომიწოდების აღდგენა ამ წუთებში უკვე დაწყებულია.