ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

21:41 06-12-2019
14

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. 

მათი ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში ამინდი გაუარესდა, რასაც ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა და თითქმის მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში დენის შეწყვეტა მოჰყვა.

გათიშვის ზუსტ მიზეზებსა და აღდგენის ვადებზე კომპანია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.